სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:56 | 15.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020-ის შემდეგ ერთა ლიგის B დივიზიონიც გვერდზე დარჩა...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის შემდეგ ერთა ლიგის B დივიზიონიც შეუსრულებელი მისია გახდა. საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან მნიშვნელოვანი მატჩიც წააგო და პირველ ადგილზე ვეღარ გავა.

სამ დღეში ორი საშინაო თამაში, ორივე მნიშვნელოვანი და ორი მარცხი, თანაც უფერული ფეხბურთით... ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჰენრიხ მხითარიანის გარეშე დარჩენილ სომხეთთანაც ვერ შეძლო სათანადოდ თამაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამსახურებულადაც წააგო. სხვათა შორის, სომხეთის ნაკრებმა თბილისში ისტორიაში პირველად მოიგო...

პირველმა ტაიმმა საქართველოს ნაკრების ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა, თუმცა საგოლე შანსი სტუმრებს უფრო ჰქონდათ და ყოველთვის ჩვენი დამსახურებით. საწყის ნახევარ საათში მოედანზე საინტერესო პრაქტიკულად არაფერი მომხდარა, ბრძოლაში გაიარა.

სტუმართა პირველივე სახიფათო მომენტი გოლით დასრულდა. ბურთი მეტოქის ნახევარზე დავკარგეთ, რითაც დაცვის მარცხენა ფლანგზე სივრცე შეიქმნა და გოლიც მივიღეთ. თავი გევორქ ღაზარიანმა გამოიჩინა და სომხეთის ნაკრები დაწინაურდა.

ერთი წუთი არ გასულა და ვაკო გვილიამ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან დაკარგა, გიორგი მაკარიძესთან პირისპირ კვლავ ღაზარიანი დარჩა და დაგვინდო - ბურთი ძელს მოხვდა.

საქართველოს ნაკრებმა კარში პირველად მე-40 წუთზე დაარტყა. მაჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებას ელგუჯა ლობჯანიძე თავით აგვირგვინებდა, მაგრამ სტუმართა მეკარე დავიდ იურჩენკო ბრწყინვალედ გაისარჯა, ურთულესი ბურთი მოიგერია. დამატებაზე ზურიკო დავითაშვილი იქვე იყო და ბურთიც კარში უნდა გადაეგზავნა, მაგრამ იურჩენკომ მასაც დაასწრო და პირველი ტაიმიც დასრულდა- 0:1.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. უმეტესად თამაშის გამწვავებას მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე ცდილობდა, თუმცა მომენტების შექმნას ისევ ვერ ვახერხებდით.

64-ე წუთზე ვაკო გვილიამ ლობჯანიძეს ბურთი საჯარიმოში შეაყოლა, რომელიც მეტოქემ წააქცია და იტალიელმა არბიტრმა მარკო გუიდამ პენალტი დაინიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად ვაკო ყაზაიშვილმა აქცია, რომელიც მოედანზე მანამდე დავითაშვილის ნაცვლად გამოჩნდა.

71-ე წუთზე წინ გასვლა შეგვეძლო, ყაზაიშვილმა ჰქონდა შანსი, მცირედით ააცილა, ხოლო კიდევ ერთ წუთში ნიკა კაჭარავას ახლო მანძილიდან მცველმა დაბლოკა. ეს მონაკვეთი ვლადიმირ ვაისის გუნდმა ნამდვილად კარგად ჩაატარა.

ეს იყო და ეს, შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეტევაში ხეირიანად ვეღარ ითამაშა და მეტიც, წააგო კიდეც. 86-ე წუთზე სომხეთის ნაკრების სწრაფი შეტევა სარგის ადამიანმა გოლით დაასრულა და საქართველოს ნაკრებმაც B დივიზიონში გადასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგა. ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია 9 ქულით ლიდერობს, სომხეთს 8 ქულა აქვს და ბოლო ტურში ისინი გაარკვევენ პირველი ადგილის ბედს. და ჩვენ? ჩვენ 6 ქულა გვაქვს და მესამე ადგილით მოგვიწევს დაკმაყოფილება...

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო მატჩს 18 ნოემბერს, თბილისში, ესტონეთის ნაკრებთან გამართავს. ეს იქნება 2020 წლის და ამასთან, ვლადიმირ ვაისის უკანასკნელი შეხვედრა საქართველოს ნაკრებში.

საქართველო - სომხეთი 1:2 (0:1)

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე; ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი; კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80); ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), გვილია (მიქელთაძე 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56); ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

სომხეთი (4-4-2): იურჩენკო; ჰამბარცუმიანი, ჰაროიანი, ცალისირი, ჰოვჰანისიანი (ს. გრიგორიანი 69); ბარსეგიანი, უდო (მურადიანი 77), გრიგორიანი ღაზარიანი (ბიჩახჩიანი 77); ადამიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77)

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გოლები: 0:1 ღაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

გაფრთხილება: აბურჯანია (76) - გრიგორიანი (35)

მსაჯი: მარკო გუიდა (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.126893
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X