სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:16 | 16.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "ზოგიერთი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მაისურის ტარების პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვასიმა ერთა ლიგის მეხუთე ტურში სომხეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრებში თამაშის პასუხისმგებლობის ნაკლებობა აქვს ზოგიერთ ფეხბურთელს და მათ პირობა მისცა, რომ თამაშის შემდეგ ყველას სიმართლეს ეტყოდა.

შეტევის ხაზში პრობლემებია. წინა თამაშთან შედარებით უფრო მეტი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. მეტოქეს სამი კარგი შანსი ჰქონდა და კონტრშეტევაზე 2 გოლი გაიტანეს. მათ მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, მაგალითად „ჰოფენჰაიმიდან“, რომელთაც ერთი მომენტის გამოყენება შეუძლიათ, ჩვენ კი 5 რეალური საგოლე მომენტიდან ვერ ვახერხებთ გატანას. ეს პრობლემაა. საქართველოში ცოტა დრო არ გამიტარებია, აქ 5 წელი დავყავი, რაც ძალიან დიდი დროა ჩემს ცხოვრებაში. ჩემს საქმეში გული ჩავდე და ახლა რაც ხდება ეს ჩემთვის დაუჯერებელია და შეიძლება ითქვას, რომ ტრაგედიაცაა. სამი დღის უკან მოლოდინი გვქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მოვახერხებდით, მაგრამ ჩვენ დავმარცხდით და ეს სპორტული ტრაგედიაა.

ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მე მივდიოდი, მაგრამ მათ უნდა მოეგოთ თავიანთი პროგრესისთვის, მომავლისთვის, რომ უკეთეს დივიზიონში გადასულიყვნენ და უკეთეს გუნდებთან ეთამაშათ. ახლა კი პირველ ადგილზე გასვლის შანსი აღარ გვაქვს. ვიმეორებ, შეტევაში ხარისხი მაღალი არ იყო. არ ვამბობ, რომ გამარჯვება ვინმეს არ უნდოდა,მაგრამ ფაქტია, შეტევაში ვერ ვითამაშეთ ისე, რომ ეს მატჩი მოგვეგო. ვფიქრობ, რომ დღეს პირველ რიგში დისციპლინისა და შეტევაში ხარისხის ნაკლებობის გამო წავაგეთ. ტრაგიკომედიაა, რომ სომხეთის ნაკრებთან ოთხჯერ მომიწა დაპირისპირება და სამჯერ წავაგე, ორჯერ სლოვაკეთის ნაკრებში მუშაობისას და პროგრესი ვერ განვიცადე.

ამ თამაშის სამზადისში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინათ გამარჯვებისთვის, რომ უკეთეს დივიზიონში გადასულიყვნენ. ეს კარგი იქნებოდა მათთვის. ასევე ვუთხარი, რომ თამაშის შემდეგ თითოეულ მათგანს სიმართლეს ვეტყოდი მათი დამოკიდებულების შესახებ. ჩემი აზრით, ზოგიერთ ფეხბურთელს ჰქონდა პასუხისმგებლობის ნაკლებობა. მე არ ვარ ქართველი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა. შესაძლოა, ზოგიერთი ფეხბურთელი ვერ გრძნობს ეროვნული ნაკრებში თამაშის და მისი მაისურის ტარების პასუხისმგებლობას, ამიტომაც, ალბათ რამდენიმე მათგანი ჩემი წასვლის შემდეგ ნაკრებში ვეღარ მოხვდება. თუ გინდათ პროგრესი გააგრძელოთ, რამდენიმე ფეხბურთელზე უარი უნდა თქვათ. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს ბოლო მატჩებში წავაგეთ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ახლა.

ნავალოვსკის შეცდომები? მას ხშირად ვეუბნებოდი, რომ მცველია და პირველ რიგში თავის პოზიციაზე უნდა დარჩენილიყო. თუმცა, მისი დაზღვევა სხვებსაც შეეძლოთ. ამიტომ, ამაზე არ ვისაუბრებ. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, ამიტომ, დიდი არჩევანი არ გვქონია, დაახლოებით 40 ფეხბურთელიდან მიწევდა შერჩევა. ცხადია, ვინც ნაკრებში თამაშობდა, პასუხისმგებლობა მე მეკისრება, ვიტყვი, რომ ზოგიერთმა ის ნდობა, რომელიც მივეცით, ვერ გაამართლეს.

ცუდია, რომ ასე სრულდება ჩემი აქ მუშაობა, ვეცდები, რომ ბოლო თამაში გამარჯვებით დავასრულოთ. ქართულ ფეხბურთს ჰყავს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, შენგელია.

ერთი კვირის წინ დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ ახლა წაგებულები ვართ. ცუდია ასეთი დასასრული. ქართული ფეხბურთი მჯერა განვითარებას გააგრძელებს, რადგან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს. მიყვარს ეს ქვეყანა, ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას და არასდროს დაგივიწყებთ. თუმცა, ახლა ჩემი დრო აქ ამოიწურა და ვეცდები კარიერა სხვაგან გავაგრძელო.

ვფიქრობ, რომ ჯაბა კანკავა შესანიშნავი ბიჭია და საოცარი ფიზმომზადება აქვს, ნაკრების დონეზე თამაში კიდევ 3-4 წელი შეუძლია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთეული შემთხვევა, პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილეს. ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ დღეს არც ცუდად არ უთამაშია და არც კარგად, ემოცია არ ჰქონდა. ვუთხარი, რომ მეტი ემოციით და აგრესიით ეთამაშა, მითხრა, კარგი, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ისე თამაშობდა თითქოს ამხანაგური მატჩი იყო. დაცვის ცენტრში ყველაზე შეთამაშებული წყვილი კაშია და კვირკველიაა, თუმცა, დღეს მათ უნდა დაესვენათ და მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც ყველამ ნახეთ. შესაძლოა, ფეხბურთელების ერთ-ერთი პრობლემა ის იყოს, რომ ისინი ჯანსაღ კრიტიკას სწორად ვერ იღებენ“, - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში 5 ტურის თავზე 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზე გასვლის, შესაბამისად, B დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა. მომდევნო მატჩს ვლადიმირ ვაისის გუნდი 18 ნოემბერს, თბილისში ესტონეთთან გამართავს, რომელშიც სლოვაკი სპეციალისტი ბოლოჯერ უთავკაცებს ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს. ეს იქნება ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებისა და 2020 წლის ბოლო მატჩიც.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.118549
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X