ფეხბურთი

19:39 | 15.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - სომხეთი: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს მასპინძლობს. მატჩის დაწყებამდე საათზე ოდნავ მეტი დროა დარჩენილი და უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო თერთმეტეულში ვლადიმირ ვაისმა წინა მატჩთან შედარებით რვა ცვლილება განახორციელა:

საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე; ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი; კანკავა, აბურჯანია; ლობჟანიძე, გვილია, დავითაშვილი; ლობჯანიძე

სომხეთი (4-4-2): იურჩენკო; ჰამბარცუმიანი, ჰაროიანი, ცალისირი, ჰოვჰანისიანი; ბარსეგიანი, უდო, გრიგორიანი ღაზარიანი; ადამიანი, კარაპეტიანი

შეგახსენებთ, ჯგუფში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას 6-6 ქულა აქვთ, ხოლო სომხეთის ნაკრებს 5 ქულა. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111598