სხვა

12:51 | 15.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე ზედიზედ მესამე ორთაბრძოლა მოიგო (+VIDEO)

კიუშუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-10 მაეგაშირა მაისეის დაუპირისპირდა და ადვილად, ჰატაკიკომის ილეთით მოუგო.

ეს აღნიშნული წყვილის მე-4 დაპირისპირება იყო და ტოჩინოშინმა პირველად იმარჯვა. მან შერკინებისთანავე მეტოქე დოჰიოზე დასცა.

ამრიგად, ნოემბრის ბაშოზე ტოჩის ხუთი მოგების საპირისპიროდ სამი მარცხი აქვს და იმისათვის, რომ დადებითი ბალანსი დააფიქსიროს, დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან მინიმუმ სამი უნდა მოიგოს.

წლის ბოლო სუპერტურნირზე ტოჩის მომდევნო მეტოქე კი, მე-10 მაეგაშირა რიუდენი იქნება, რომელსაც აქამდე 4-ჯერ შეხვედრია და ურთიერთშეხვედრებში მოგება/წაგების ბალანსი თანაბარია - ორი მოგება და ამდენივე მარცხი.

0.14433