ფეხბურთი

19:25 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ღაზარიანი: "შეგვიძლია საქართველოს ნაკრებიც დავამარცხოთ და შემდეგ მაკედონიაც"

სომხეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ხოაკინ კაპაროსს საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე გევორგ ღაზარიანი ახლდა. გამოცდილმა სომეხმა ფეხბურთელმა მოახლოებულ შევხედრაზე ისაუბრა და დარწმუნებულია, რომ თბილისში მოგება შეუძლიათ.

„იყვნენ სომეხი გულშემატკივრები, რომელთაც საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგება გაუხარდათ, მაგრამ ბევრი ისეთიც იყო, რომლებიც მხარს საქართველოს უჭერდნენ. ჩემი აზრით, არცთუ არასასურველი შედეგი საქართველოს ნაკრებს ფსიქოლოგიურად უარყოფით გავლენას მოახდენს, მაგრამ საქართველო ძალიან კარგი გუნდია. ამიტომაც, ჩვენ მხოლოდ ამის იმედზე არ ვიქნებით, კონცენტრაციას შევინარჩუნებთ და აქცენტს ჩვენს თამაშზე გავაკეთებთ.

მხითარიანის არყოფნაში მზად ვარ, რომ ლიდერობა ჩემს თავზე ავიღო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლიდერები ინდივიდუალურად კი არა, არამედ გუნდურად უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ხვალ გამარჯვება და შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხებაც“, - თქვა ღაზარიანმა.

შეგახსენებთ, მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იყოფს. სომხეთის ნაკრები კი 5 ქულით მესამე პოზიციაზეა. საქართველო - სომხეთის მატჩი 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

0.11235