ფეხბურთი

14:59 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "ევროპის ჩემპიონატზე ეს თამაში ვერ გაგვიყვანს, მაგრამ მოტივაცია არ გვაკლია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში სომხეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ქართველი შემტევის განცხადებით, რთული მდგომარეობაა, მაგრამ გამარჯვებისთვის მოტივირებულნი არიან.

„რა თქმა უნდა, რთულია ასეთი თამაშის შემდეგ ყველაფრის დავიწყება, მაგრამ ბიჭები ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ვფიქრობ, რეაბილიტირებისთვის საუკეთესო გამოსავალი მოქმედებაა და ხვალ ვეცდებით ვიმოქმედოთ. სომხეთთან მოგებით ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავალთ, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი თამაშია და ვეცდებით გავიმარჯვოთ. სომეხი ფანების კომენტარები? არ მინახავს, მაგრამ მოტივაცია ამის გარეშეც არ გვაკლია“, - თქვა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იყოფს. სომხეთის ნაკრები კი 5 ქულით მესამე პოზიციაზეა. საქართველო - სომხეთის მატჩი 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

0.140304