ფეხბურთი

10:23 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძემ თავის სიტყვებზე განმარტება გააკეთა: "ჩავთვალე საჭიროდ ეს აგიხსნათ"

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე სოციალურ ქსელში მეორე პოსტს ავრცელებს, რომლის მეშვეობით თავისივე პირველ სტატუსზე გამოხმაურებას უპასუხა და განმარტება გააკეთა.

„არ მეგონა, რომ ამ თემაზე კიდევ მომიწევდა რამის დაწერა, მაგრამ ერთმა ადამიანმა (გულშემატკივარმა) მომწერა, რომ ნაწყენი იყო ჩემი სტატუსით და ჩავთვალე საჭიროდ ამეხსნა იმ ადამიანისთვის, რომ ხალხს და ჯანსაღ კრიტიკას არ ვგულისხმობდი იმ სიტყვებში, რაც ვთქვი. შემხვდა ბევრი არასწორი ნათქვამი, შეურაცხმყოფელი და ამან დამაწერინა ეს სტატუსი.

მეც ერთ-ერთი გულშემატკივარი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი თუ როგორ განიცადა ნამდვილმა გულშემატკივარმა ეს მარცხი. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე მჯერა მალე საქართველო იმას მიიღებს სპორტში, რისთვისაც იბრძვის და წინ მიიწევს. ქართველი ხალხი ამის ღირსია“, - დაწერა მჭედლიძემ.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძე საქართველოს ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობდა და 32 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.155968