ფეხბურთი

0:58 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბოლტი: "დღეს სირბილში რონალდუ გამასწრებს"

ლეგენდარულმა მორბენალმა უსაინ ბოლტმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მას სირბილში პორტუგალიელი აჯობებდა, რადგან სუპერათლეტია.

„კრიშტიანუ რონალდუ დღეს სისწრაფეში მაჯობებს, რადგან ის კვლავ აქტიური სპორტსმენია. ყოველდღე მუშაობა და ჩემთვის ის სუპერათლეტია, ყოველთვის უმაღლეს დონეზეა და ყოველთვის კონცენტრირებულია.

ჩემი საფეხბურთო კარიერა? ევროპაში რომ დავრჩენილიყავი, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ავსტრალია ავირჩიე, რადგან იქ ნაკლები წნეხი იყო, თუმცა ისე არ მოხდა, როგორც მეგონა. ევროპაში ბევრად მეტი დახმარება და წარმატება მექნებოდა“, - თქვა ბოლტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117198