საფეხბურთო ჩემპიონატები

20:58 | 13.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევ მოჰამედ სალაჰს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სალაჰის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი აჩვენა, თუმცა ფეხბურთელს არანაირი სიმპტომი არ აქვს.

ეგვიპტე აფრიკის ეროვნებათა თასის შესარჩევი ეტაპის მატჩს ტოგოსთან შაბათს გამართავს, ხოლო საპასუხო შეხვედრას სამშაბათს ჩაატარებს. სალაჰი თვითიზოლაციაში გადავიდა და უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული მატჩების გარდა, მოჰამედი "ლივერპულის" მაისურით მოედანზე "ლესტერის" და "ატალანტას" წინააღმდეგ ვერ გავა.

0.10965