ფეხბურთი

18:43 | 13.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ცქიტიშვილი: "მოსახვედრს უნდა მოხვდეს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ლევან ცქიტიშვილმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მოსახვედრს უნდა მოხვდეს...

„მოსახვედრს მოხვდა, ვისაც ეკუთვნოდა. ბოდიში ოპერატორებს თუ შეგეხეთ, მაგრამ ვისაც მოსახვედრი იყო, უნდა მოხვდეს. იგინებიან და ჩვენც ქართველები ვართ და ვერ ავიტანთ გინებას. ვიმეორებ, იგინებოდნენ, რაც შეეხება ოპერატორს შემთხვევით მოხვდა, ბოდიშს ვუხდი თუ შევეხე“, - თქვა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სფფ-სთან პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მთავრობის წარმომადგენლები გუშინდელ მატჩზე სტადიონზე იმყოფებოდნენ, იმის ფონზე, რომ გულშემატკივრებს თამაშზე დასწრების უფლება არ მისცეს.

0.113347