ფეხბურთი

16:17 | 12.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

U21: საქართველოს ნაკრების მესამე ადგილი ევროშესარჩევში

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილზე დაასრულა. ვასილ მაისურაძის გუნდმა ბოლო მატჩი სლოვაკეთთან ჩაატარა, რომელსაც 3 ქულით უსწრებდა, მაგრამ თამაშით ნაკლები ჰქონდა ჩატარებული.

ამიტომ, გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოლო ტურში სლოვაკეთი ლიხტენშტეინის ძლევით გადაგვასწრებდა.

ვასილ მაისურიძის შეგირდებმა ჩინებულად ჩაატარეს მთელი შეხვედრა და დამსახურებულად მოიგეს - 2:1. ანგარიში მეცხრე წუთზე გაიხსნა, როდესაც ლუკას ფაბისმა ავტოგოლი მიითვალა. ეს ანგარიში საათზე მეტხან შენარჩუნდა, ხოლო 78-ე წუთზე საკმაოდ ეფექტური გოლი ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. აღსანიშნავია, რომ სლოვაკებმა კარის ჩარჩოში ერთადერთხელ დაარტყეს და გოლიც გაიტანეს. მიუხედავად ამისა, ბუნებრივია, ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში შვეიცარიისა და საფრანგეთის ნაკრებებს ჩამორჩა. 10 მატჩიდან 5 მოიგო და 5-ჯერ წააგო და 15 ქულით მესამე პოზიციაზე გავიდა.

საქართველო (U21) - სლოვაკეთი (U21) 2:1 (1:0)

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი; ძოწენიძე (ძებნიაური 86), ბერიაშვილი, ანდრონიკაშვილი (ჯინჯოლავა 46); მალი, დარცმელია, ქოჩორაშვილი (კუცია 70), მექვაბიშვილი; აზაროვი (ტაბატაძე 79), კუხიანიძე (სპანდერაშვილი 78), გულიაშვილი

სლოვაკეთი (4-3-3): პეტრაში; ფაბისი (ვალო 60) , ტუმა, მესიკი, მოიზისი; ჰერცი, გონო, სტრელეცი (მუნდი 87); დურიში (ტრუსა 82), ალმასი (კადაკი 61), ჩობოტი (კმეტი 82)

გოლები: 1:0 ფაბისი (9, ა.გ), 2:0 მექვაბიშვილი, 2:1 გონო (90)

გაფრთხლება: აზაროვი (14), ბერიაშვილი (72), კუცია (81) - ჰერცი (33), მესიკი (65), მოიზისი (72)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114664