ფეხბურთი

21:24 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე ბური ვან დე ბეკს ენდობა

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს დონი ვან დე ბეკს სათამაშო დროს მისცემს და მას ენდობა. ვან დე ბეკი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მხოლოდ ოთხჯერ გამოჩნდა და საშუალოდ მოედანზე 37 წუთს ატარებს.

"შევეცდები ნდობა გამოვუცხადო, ისევე როგორც იტალიასთან მატჩის დროს. ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედში" კარგი თამაშები ჩაატარა. კარგად თამაშობს და მასთან ერთად ნახევარდაცვაში ბევრი კარგი ფეხბურთელი ასპარეზობს. მისთვის რთული პერიოდია, თუმცა დარწმუნებული ვარ მომავალ მატჩებს ითამაშებს. მესმის, რომ ხშირად უნდა მოედანზე გასვლა, თუმცა, ამავდროულად ნორმალურია, რომ ახალ ლიგაში ადაპტაცია საჭიროა. იმედი ვიქონიოთ, რომ ითამაშებს. ბედნიერი ვარ, რომ დასვენებული შემოგვიერთდა და მაქსიმალურად გამოვიყენებთ." - ციტირებს დე ბურის სიტყვებს Sky Sports-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113759