ფეხბურთი

13:28 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრობლემები მაკედონიის ნაკრებში: ბარდის ტრავმა აქვს, ორ ფეხბურთელს კორონავირუსი

ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალის წინ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებში სერიოზული საკადრო პრობლემები შეიქმნა.

გუნდს თბილისში სამი ფეხბურთელი, ენის ბარდი, კირე რისტევსკი და კრსტე ველოვსკი ვერ გამოჰყვა. „ლევანტეს“ ნახევარმცველმა, რომელიც მაკედონიელთათვის მართლაც დიდი ძალაა, ხერხემლის ტრავმა მიიღო და მისი თამაში გამოირიცხა. ის მაკედონიას ვერც ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში დაეხმარება. ბარდი თბილისის ნაცვლად ესპანეთში გაემგზავრა და კლუბს დაუბრუნდა.

რისტევსკისა და ველკოვსკის კი კორონავირუსზე დადებითი ტესტი აღმოაჩნდათ და თბილისში არ ჩამოსულან. გარდა ამისა, ტრავმა აქვს არიან ადემის, რომელიც გუნდთან ერთადაა, მაგრამ არავინ იცის ითამაშებს თუ არა. მაკედონიელებს დნაკლისი სამიზე რგოლში შეექმნათ: რისტევსკი მცველია, ბარდი და ადემი ნახევარმცველები, ხოლო ველკოსკი თავდამსხმელი.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118628