ფეხბურთი

16:43 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დანიის ნაკრების 8 ფეხბურთელს თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწია

დანიის ნაკრებში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც იზოლაციაში გადასვლა კიდევ 8 ფეხბურთელს მოუწია. ერთ-ერთი მათგანი „ბარსელონას“ თავდამსხმელი მარტინ ბრაითვაითია.

მის გარდა კიდევ 7 ფეხბურთელია იზოლაციაში, რომელთა ვინაობა უცნობია და ისინი შვედეთთან 11 ოქტომბერს დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში ვერ ითამაშებენ.

„გვჯერა, რომ მასობრივი ინფიცირება არ მოხდა, რადგან ადრეულ ეტაპზევე აღმოვაჩინეთ ვირუსი, რამაც მდგომარეობა გაგვიადვილა“, - ნათქვამია დანიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

რაც შეეხება დაინფიცირებულ ფეხბურთელებს, ორიდან ერთი „ჰოფენჰაიმის“ 24 წლის ნახევარმცველი რობერტ სკოვია, მეორეს ვინაობა კი ანონიმურია.

0.147827