ძიუდო

22:22 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტების ფურორი ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე

ძიუდოს ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე მეორე და ბოლო საშეჯიბრო დღე ქართველების ტრიუმფით დასრულდა - 2 ოქრო, 1 ვერცხი და 2 ბრინჯაოს მედალი. ასეთია ბოლო დღეს ჩვენი დელეგაციის მონაგარი.

81 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტებმა ორი სინჯის მედალი მოიპოვეს. ტატო გრიგალაშვილმა A ჯგუფში ფრანგი უგო მეტიფო დაამარცხა, რასაც აზერბაიჯანელ ზელიმ ტცკაევთან და იტალიელ ტიციანო ფალკონესთან გამარჯვება მოჰყვა. შედეგად ტატო ნახევარფინალში გავიდა, სადაც უნგრელ რობეტ რაიკაის მოუგო, ხოლო ფინალშ შვეიცარიელი ლუკას ვიტვერი დაამარცხა და ოქრის მედალს დაეუფლა.

ამავე წონაში ბრინჯაოს დასჯერდა ვლადიმერ ახალკაცი. მან C ჯგუფშიმოლდოველი კატალინ მარიანი, ხორვატი ოლივერმარკოვიჩი და უკრაინის სახელით მოასპარეზე გევორქ მანუკიანი დაამარცხა. ნახევარფინალში ტატო აწ ნახსენებ შვეიცარიელ ვიტვერთან დამარცხდა და ფინალს მიღმა დარჩა, მაგრამ მედლისთვის ბრძოლაში იტალიელი ტიციანო ფალკონე დაჯაბნა.

90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ლუკა მაისურაძემ მოიგო. მან B ჯგუფში შვედი აქსელ ოსკარსონი, სერბი დარკო ბრსნიოვიჩი და ბოსნიელი ტონი მილეტიჩი დაჯაბნა, ნახევარფინალში ლატვიელ ალეკსეის ზარუდნევსს სძლია, ხოლო ფინალში რუსი ეკუბჟონ ნაზიროვი იპონით დაამარცხა და ამ ასაკში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ, რომელმაც ჯგუფში ნიდერლანდელ რაიმონ დე ვოსსა და პოლონელ მატეუშ ბოლიმოვსკის აჯობა, ხოლო ნახევარფინალი უნგრელ შომბორ ვეგთან დათმო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სანებლიძემ ფრანგი პოლ დევო დაამარცხა.

მძიმე წონაში (+100 კგ) გელა ზაალიშვილი ფინალამდე მივიდა, მაგრამ იქ მარცხი განიცადა, ქართველმა ძიუდოისტმა A ჯგუფში თურქი ფურკან გუნერი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც სლოვაკი მარიუსის ფიზელის ბარიერი დაძლია.ფინალში გელამ უნგრელ რიჩარდ სიპოშთან წააგო.

ცნობისთვის, გუშინ, შეჯიბრის პირველ დღეს 60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს, ხოლო თემურ ნოზაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვეს66 კგ წონით კატეგორიაში ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ბაგრატ ნინიაშვილი.

ამრიგად, საქართველოსთვის ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატი ძალზე შედეგიანი გამოდგა და საერთო ჯამში 8 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო, რითაც გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

0.116643