ფეხბურთი

14:46 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ დემბელეს ზამთარში არ გაყიდის

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მიმდინარე ზამთარს თავდამსხმელი უსმან დემბელე არ გაყიდოს - გვამცნობს Sport.

წყაროს მტკიცებით, 23 წლის ფრანგი შემტევი გუნდში იმიტომ დატოვეს, რომ მძიმე ტრავმა მიიღო ანსუ ფატიმ. წინასწარი გათვლებით ფატი სამიდან ხუთ თვემდე ვერ დაეხმარება კატალონიურ კლუბს.

მიმდინარე სეზონში დემბელემ ესპანეთის ჩემპიონატში ხუთი მატჩი გამართა და ერთი ბურთი გაიტანა.

0.118679