ფეხბურთი

15:19 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვეინალდუმი: „ვან დეიკი ჯოჯოხეთს უძლებს“

„ლივერპულის“ ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა, მხარი დაუჭირა თანაგუნდელსა და თანამემამულეს, ვირჯილ ვან დეიკს, რომელმაც პრემიერლიგის მე-5 ტურში „ევერტონის“ წინააღმდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

„ღმერთის წყალობით, ის დაბრუნდება. ახლა ძალიან მძიმე დღეები უდგას. ეს ყველაზე ცუდი რამ არის, რაც შეიძლება ფეხბურთელმა გადაიტანოს. ჯოჯოხეთს უძლებს, მაგრამ ძლიერია, ყველაფერს აიტანს. ხანდახან ვსაუბრობთ ხოლმე და ეს ძალიან სასიამოვნოა.“ - ციტირებს ვეინალდუმის სიტყვებს ნიდერლანდური Voetbal International.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111472