ავტოსპორტი

11:20 | 10.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ჰამილტონს მეშვიდე ტიტულის განაღდება ისტანბულშივე შეუძლია

ამ უქმეებზე ფორმულა 1 ისტანბულის ტრეკს დაუბრუნდება, სადაც ლუის ჰამილტონს, მეშვიდე ტიტულის განაღდების რეალური შანსი აქვს. ამით ის მიხაელ შუმახერის კიდევ ერთ რეკორდს გაიმეორებს.

თურქული რბოლის წინ, ჰამილტონი თავის უახლოეს მდევარ ვალტერი ბოტასს 85 ქულით უსწრებს. ტიტულის მოცილედაც მხოლოდ ფინელი თანაგუნდელი ჰყავს. სხვები დიდი ხანია, უსაფრთხო მანძილზე ჩამოიტოვა. დარჩენილია ოთხი ეტაპი, რომლებზეც ბოტასს ტიტულის მოგების რეალური შანსი არც აქვს. მაგრამ საინტერესოა, ჰამილტონი საქმეს ისტანბულშივე მოათავებს, თუ ცოტას მოიცდის.

დარჩენილ 4 რბოლაში, მაქსიმუმ 104 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი. ამას კი ოთხი მოგება სჭირდება. და ესეც რომ შეძლოს, ბოტასს საჩემპიონოდ, ბრიტანელის ტოტალური უიღბლობაც სჭირდება.

ასეთი უიღბლობა ჰამილტონისთვის უცხო არაა - 2016 წლის სეზონში, ძრავის მწყობრიდან გამოსვლამ, მას თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან ბრძოლა წააგებინა. ჰო მართლა, ფ1 ისტანბულ პარკის ავტოდრომზე, 2011 წლის შემდეგ პირველად ბრუნდება. მოკლედ იმისთვის, რომ ყოველგვარი მოულოდნელობა გამორიცხოს, ჰამილტონი სწორედ ისტანბულში ეცდება ტიტულის მოპოვებას.

იმისათვის, რომ მეშვიდედ გახდეს ჩემპიონი, საჭიროა, რომ ჰამილტონმა რბოლა ბოტასზე წინ დაასრულოს. ბოტასმა ლუისს რვა ქულით უნდა აჯობოს, რომ ტიტულის შანსი შეინარჩუნოს.

  1. თუ ბოტასი მოიგებს და უსწრაფეს წრესაც გაივლის (26 ქულა), ჰამილტონს მოცდა მოუწევს;
  2. თუ ბოტასი უსწრაფესი წრის გარეშე მოიგებს (25 ქულა), ჰამილტონი ჩემპიონი გახდება, თუ მეორე ადგილს (18 ქულა) დაიკავებს;
  3. თუ ბოტასი მეორეზე გავა და უსწრაფეს წრესაც გაივლის (19 ქულა), ჰამილტონი ჩემპიონი გახდება, თუ მეოთხე ადგილს (12 ქულა), ან უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს;
  4. თუ ბოტასი მეორეა უსწრაფესი წრის გარეშე (18 ქულა), ჰამილტონს ტიტულისთვის მეოთხე ადგილიც (12 ქულა) ჰყოფნის, ან მეხუთე ადგილი უსწრაფესი წრით (11 ქულა).

უფრო დაბალი ადგილები ერთდროულად „მერსედესის“ ორივე პილოტისთვის, ძალიან დიდი იშვიათობაა.

0.132921