ფეხბურთი

22:12 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები შეიკრიბა და ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი დღეს შეიკრიბა და პირველი ვარჯიშიც გაიმართა, რომელშიც 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ეროვნული გუნდი სრული შემადგენლობით სამშაბათიდან შეიკრიბება, როდესაც ნაკრებს ის ფეხბურთელები შეუერთდებიან, რომლებმაც თავიანთ კლუბებში კვირას ითამაშეს. ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ვაკო გვილია, გიორგი მაკარიძე და ნიკა კაჭარავა თბილისში დღეს ჩამოფრინდნენ, ხვალიდან ივარჯიშებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიას დაუხვდება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ მატჩსაც თბილისში გამართავს - 15 ნოემბერს, სომხეთთან და 18 ნოემბერს, ესტონეთთან.

0.115632