ფეხბურთი

19:22 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს პანდევი და ელმასი შეუერთდნენ, ისინი იტალიიდან გაუშვეს

გორან პანდევი სკოპიეში ჩავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებთან ითამაშებს. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანი და ლიდერი იტალიური „ჯენოადან“ სანაკრებო შეკრებაზე გაუშვეს.

იტალიური კლუბების ნაწილში ფეხბურთელების ნაკრებში წასვლა აიკრძალა, მაგრამ „ჯენოაში“ გამონაკლისი დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირაში ამ გუნდში კორონაივირუსის მინიმუმ ერთი შემთხვევა დადასტურდა, რაც სხვა კლუბების შემთხვევაში შეზღუდვის მიზეზი გახდა. მაგალითად, „რომაში“, სადაც ჰენრიხ მხითარიანს მოუწია დარჩენა და სომხეთის ნაკრებს თბილისში ვერ დაეხმარება.

რაც შეეხება მაკედონიას, პანდევთან ერთად ნაკრებს „ნაპოლისა“ და „ლიდსის“ ფეხბურთელები, ელიფ ელმასი და ეზგიან ალიოსკიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

0.110917