ფეხბურთი

18:09 | 9.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი: "ფინალში ყოფნა ბედნიერებაა, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვგეგმავთ"

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ისაუბრა. ჩვენი მომავალი მეტოქის თავკაცის განცახდებით, იციან ვის წინააღმდეგ თამაშობენ და რა დევს სასწორზე, თუმცა, სჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჩრდილოეთ მაკედონია მოიპოვებს.

„ეროვნული ნაკრების ბაზაზე მოსული მოთამაშეებიდან სამწუხაროდ, დანიელ ბოჟინოვსკის კორონავირუსი აღმოაჩნდა და ამ მატჩებისთვის ჩვენთან აღარ იქნება. დღეს კირე რისტევსკის ჩამოსვლას ველოდებით, რომლის ტესტი უარყოფითია. არიან ადემის გუშინდელი ტრავმის შემდეგ დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. იმედი მაქვს, რომ სხვა ფეხბურთელების ჩამოსვლის შემდეგ დამატებითი პრობლემები არ შეგვექმნება და დაგეგმილ ვარჯიშებს დავიწყებთ.

ვიცით ვის წინააღმდეგ და რისთვის ვთამაშობთ. მაქსიმალურად კონცენტრირებულები და მოტივირებულები უნდა ვიყოთ, გავიმარჯვოთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ეს არის მატჩი, რომელსაც ნამდვილად განსაკუთრებული ემოცია მოაქვს, რადგან შანსი გვაქვს, მაკედონია ევროპის ჩემპიონატზე გავიყვანთ. ჩვენს მიერ მიღეული დადებითი შედეგებით აქამდე მოვედით, ბედნიერები ვართ ფინალში ყოფნით, მაგრამ აქ გაჩერებას არ ვგეგმავთ. ეს არის სრულიად ახალი მატჩი ჩვენს შორის გამართული წინა ორი თამაშისგან. ეს არის ფინალი, ორივე გუნდი მოედანზე განსხვავებულად გავა, ველოდები, რომ ნიუანსები გადამწყვეტი აღმოჩნდება და ვიმედოვნებ, რომ ეს ნიუანსები ჩვენს მხარეს იქნება“, - ციტირებს ანგელოვსკის სიტყვებს მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები თავის ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

0.112309