ფეხბურთი

22:32 | 8.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუშავდა

ზაგრების „დინამოსა“ და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველმა არიან ადემიმ ტრავმა მიიღო და დიდი შანსია, რომ საქართველოსთან ვერ ითამაშობს.

29 წლის ფეხბურთელს დღეს ხორვატიის ჩემპიონატში „ისტრასთან“ ძირითად შემადგენლობაში უნდა ეთამაშა, მაგრამ გახურების დროს კუნთი დაიშავა და განაცხადიდან ამოიღეს.

ადემის ორშაბათს სამედიცინო გამოკვლევა ზაგრებში ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი შეუერთდება თუ ის ეროვნულ ნაკრებს სკოპიეში. როგორც მაკედონიური მედია წერს, იმის შანსი, რომ ფეხბურთელი იგორ ანგელოვსკის განკარგულებაში იყოს, ძალიან მცირეა.

არიან ადემი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ძალაა და მან სექტემბერში, თბილისში ითამაშა კიდეც. ოქტომბერში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მაშინ მცირე ტრავმა ჰქონდა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში გაიმართება და გამარჯვებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა.

0.119274