ფეხბურთი

17:56 | 8.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იოზუა კიმიხი მიმდინარე წელს ვერ ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი იოზუა კიმიხი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. გერმანელი ფეხბურთელის ტრავმა, რომელიც გუშინ „დორტმუნდთან“ მიიღო მძიმე გამოდგა.

კიმიხი საოპერაციოა, მას იოგების გვერდითი დაზიანება აქვს. ოფიციალურად უცნობია რა პერიოდით მოუწევს უქმობა, მაგრამ მსგავსი ტრავმის მკურნალობას დაახლოებით 3 თვე სჭირდება.

იოზუა კიმიხმა ტრავმა ერლინგ ჰოლანდთან გაკეთებული ვარდნისას მიიღო, ყვითელი ბარათიც უჩვენეს და მოედნის იძულებით დატოვებაც მოუწია.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კიმიხმა „ბაიერნის“ ღირსება 11 შეხვედრაში დაიცვა და 3 გოლი გაიტანა.

0.112207