სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

13:35 | 8.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პანდემია და მექსიკური ფეხბურთი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ვინ თქვა შავი ჭირი, ხოლერა, ჭლექი და მსგავსი უბედურებები 21-ე საუკუნემ დაამარცხაო? მერე რა, რომ ზემოთდასახელებული დაავადებები ჩვენს დროში იკურნება? მიდგომები მაინც იგივე დარჩა. ხოლერა კორონავირუსმა, ქათმისა და ღორის გრიპებმა ჩაანაცვლეს, ხალხი ისევ იხიზნება “დახოლერებული” ადგილებიდან და ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ფილმიდან ფრაზისა არ იყოს: ”ყველა ერიდება ხორველიანსა”.

მექსიკაში კორავირუსის მასობრივად გავრცელების შემდეგ, ბრაზილიურმა, არგენტინულმა და ურუგვაულმა კლუბებმა სათამაშოდ ჩასვლაზე უარი განაცხადეს. აქაოდა, მანდ კორონა მძვინვარებს და ორი თავი არ გვაქვსო. მექსიკელებმაც რა უნდა ქნან? კი მიმართეს კონტინენტური ფეხბურთის ბოსებს თხოვნითა და ხვეწნა-მუდარით: ბრაზილიელებს არ დაუჯეროთ, საერთაშორისო თამაშების მექსიკაში გამართვის აკრძალვა მაგათ საკუთარი მიზნებისთვის სჭირდებათო, მაგრამ ლათინოამერიკული ფეხბურთის ბოსებმა მექსიკელების თხოვნას ისე წაუყრუეს, როგორც ასეთ დროს იციან ხოლმე. შემდეგ მექსიკელებმა მატჩების ბოგოტაში გამართვა მოითხოვეს მექსიკელებმა, მაგრამ ახლა კოლუმბიელებმა “ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს”: ეგ ვირუსიანი მექსიკელები აქ არ დაგვანახოთო...

რამდენი არ იძახეს საერთაშორისო თუ არასაერთაშორისო მედიკოსებმა, რომ პანდემია მსოფლიოში კიდევ დიდი ხანი იქნება და ამის გამო ქვეყნების გაჩერება არ შეიძლებაო. ვინ არ გამოვიდა მოწოდებით, რომ ელემენტარული წესების დაცვის შემთხვევაში თუნდაც უმაყურებლოდ შესაძლებელია საფეხბურთო მატჩების გამართვა მაგრამ რად გინდა? როგორ გინდა იქაურ ხელისუფლებებს ეს დააჯერო?

ახლა მექსიკაში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა. ამას დაემატა მასობრივი ღონისძიებების დაბლოკვაც. მეხიკოს აეროპორტში ჩაფრენას ყველა ერიდება და ერთ დროს მოჟრიამულე მეხიკოს მთავარ მოედანზე საღამოს რომ გაიარო, ისეთი სიჩუმე და სიმშვიდეა, თავი საიქიოში გეგონება.

ადამიანები ზოგადად მარტივად იჯერებენ თუნდაც დაუჯერებელ და ფანტასტიურ საშინელებებს. შიში ადამიანის ერთ-ერთი მუდმივად თანმდევი თვისებაა, მაგრამ რა დააშავა მექსიკურმა ფეხბურთმა? რამდენიც არ უნდა იქადნონ ბრაზილიელებმა და თავი გადაამეტონ მექსიკელებს, ფაქტია, რომ დღეს (ყოველ შემთხვაეში აქამდე) მექსიკის ეროვნული ჩემპიონატი უფრო მეტად პროგრესირებს, ვიდრე ბრაზილიური პირველობა.

მექსიკაში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ, ქვეყანა წელში გაიმართა, რაც მექსიკის ჩემპიონატსაც დაეტყო. მექსიკური დიდი კლუბები გაივსო არგენტინელი ბრაზილიელი, აზიელი თუ ევროპელი ფეხბურთელებით. მექსიკურმა გუნდებმა დაამტკიცეს, რომ არავის არ უდებენ ტოლს, მექსიკის ეროვნული ნაკრებში არსებული პრობლემების მიუხედავად, კოპა-ამერიკაზე მოთამაშე სამხრეთამერიკელებს მუდმივი შიში აქვთ, რომ შესაძლებელია მათთვის “განკუთვნილი” ჩემპიონის ტიტული, ცენტრალურამერიკელებმა – მექსიკელებმა დაიკავონ.

და სწორედ იმ დროს, როდესაც სწორ გზაზე მიმავალ მექსიკურ ფეხბურთს თავისი სიტყვა ხმამაღლა უნდა ეთქვა, საიდანღაც გამომტყვრალმა ვირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. რა თქმა უნდა, სისულელე იქნება იმის მტკიცება, რომ კორონად გრიპად სახელდებული ვირუსი მთლიანობაში საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანებისათვის. ამ დავადებას მართლაც გააჩნია მუტაციური თვისებები, მაგრამ თუკი ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ შიდსის ინფექციით გარემოცულ აფრიკაში არავინ უნდა ჩადიოდეს და ამგვარი მიდგომით, არც საქართველოში უნდა ჩამოდიოდნენ უცხოელები, რადგან უკვე 200 წელია, “რუსული ვირუსი” სწორედაც რომ საქართველოს და მის ოკუპირებულ რეგიონებს აწუხებთ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110211
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X