ფეხბურთი

1:10 | 8.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში 41 ფეხბურთელი გამოიძახა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უახლოესი სამი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. თავად მანჩინის კორონავირუსი აქვს და შესაძლოა, გუნდთან ერთად ყოფნა ვერ მოახერხოს და მის ასისტენტებს მოუწიოთ „სკუადრა აძურას“ დროებით გაწვრთნა, მაგრამ მანჩინიმ 41 ფეხბურთელი გამოიძახა.

მანჩინის ვრცელ სიაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), დავიდე კალაბრია (მილანი), დომენიკო კრიშიტო (ჯენოა), დანილო დ’ამბროზიო (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონი (ჩელსი, ინგლისი), ალესანდრო ფლორენცი (პსჟ, საფრანგეთ), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ანჯელო ოგბონა (ვესტ ჰემი, ინგლისი), ლუკა პელეგრინი (ჯენოა), ალესიო რომანიოლი (მილანი), ლეონარდო სპინაცოლა (რომა)

ნახევარმცველები: გაეტანო კასტროვილი (ფიორენტინა), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), რობერტო გალიარდინი (ინტერი), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), მანუელ ლოკატელი (სასუოლო), ლორენცო პელეგრინი (რომა), მატეო პესინა (ატალანტა), რობერტო სორიანო (ბოლონია), სანდრო ტონალი (მილანი)

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფრანჩესკო კაპუტო (სასუოლო), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), სტეფან ელ შაარავი (შანხაი შენჰუა, ჩინეთი), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი, გერმანია), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მოიზე კინი (პსჟ, საფრანგეთი), კევინ ლაზანია (უდინეზე), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია), პიეტრო პელეგრი (მონაკო, საფრანგეთი)

იტალიის ნაკრები 11 ნოემბერს, ფლორენციაში ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, ხოლო 15 და 18 ნოემბერს ერთა ლიგაზე შესაბამისად, პოლონეთს რეჯიო ემილიასა და ბოსნიას სარაევოში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114167