სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:37 | 8.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" კლასიკერიც მოიგო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გერმანიის ბუნდესლიგაში მიუნხენის „ბაიერნი“ ერთპიროვნულად გალიდერდა. „რეკორდმაისტერი“ აქამდე ლიდერობას „დორტმუნდს“ უყოფდა, მაგრამ ახლა არაფერს უყოფს, რადგან „სიგნალ იდუნა პარკზე“ მოიგო.

„დერ კლასიკერში“ როგორც მოსალოდნელი იყო უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა, მაგრამ უკეთესმა გუნდმა იმარჯვა და ცხადია, დღეს „ბაიერნზე“ მჯობნი არათუ „დორტმუნდია“, არამედ დედამიწის ზურგზე ალბათ ასეთ გუნდს ვერ იპოვით.

არადა, „ყვითლებისთვის“ თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. 45-ე წუთზე მასპინძელთა ეფექტური კომბინაცია მარკო როისმა დააგვირგვინა და „დორტმუნდმა“ ტაიმის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ვერ მოიგო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე დავიდ ალაბამ ჯარიმა შესანიშნავად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

„დორტმუნდისთვის“ მეორე ტაიმიც ცუდად დაიწყო და რობერტ ლევანდოვსკიმ თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. „დორტმუნდი“ ეცადა გათანაბრებას, მაგრამ მე-80 წუთზე სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა გაეპარა და ლეროი სანემ ყველაფერი გადაწყვიტა. 3 წუთში ერლინგ ჰოლანდმა შეამცირა სხვაობა და 86-ე წუთზე მარკო როისს გათანაბრების იდეალური შანსი მიეცა, მაგრამ ძალზე რეალური საგოლე შანსი ხელიდან გაუშვა და თანაგუნდელები მარცხისგან ვერ იხსნა. ამრიგად, „ბაიერნმა“ 18 ქულას მოუყარა თავი და „დორტმუნდს“ 3 ქულით გაასწრო. სხვათა შორის, რობერტ ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" მაისურით მე-300 თამაში ჩაატარა და ფანტასტიკური შედეგი აქვს - 259 გოლი!

მეორე ადგილზე „ლაიფციგია“, რომელმაც შინ „ფრაიბურგი“ როგორც მოსალოდნელი იყო უპრობლემოდ, 3:0 დაამარცხა და ლიდერს კვალში ჩაუდგა. სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ბერლინის „უნიონის“ საშინაო გამარჯვება „არმინიასთან“ – 5:0. ბერლინელთა რიგებში აკაკი გოგიამ ითამაშა და მეხუთე გოლის დროს საგოლე გადაცემაც მიითვალა. „შტუტგარტმა“ კი პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრანკფურტის „აინტრახტს“ ქულა გაატანა (2:2).

„აუგსბურგი“ – „ჰერტა“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 კუნია (44 პენ), 0:2 ლუკებაკიო (52), 0:3 პიონტეკი (86)

„მაინცი“ – „შალკე“ 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 ბროზინსკი (6, პენ), 1:1 უტი (36), 2:1 მატეტა (45, პენ), 2:2 სტ. ჯუსტი (82, ა.გ)

„ლაიფციგი“ – „ფრაიბურგი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კონატე (26), 2:0 ზაბიცერი (70, პენ), 3:0 ანხელინო (89)

„უნიონი“ – „არმინია“ 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 ენდო (3), 2:0 ენდრიხი (13), 3:0 ბეკერი (45), 4:0 კრუსე (52, პენ), 5:0 ტუხერტი (89)

„შტუტგარტი“ – „აინტრახტი“ 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 გონსალესი (17, პენ), 2:0 კასტრო (37), 2:1 ანდრე სილვა (61), 2:2 აბრაჰამი (75)

„დორტმუნდი“ – „ბაიერნი“ 2:3 (1:1)

გოლები: 1:0 როისი (45), 1:1 ალაბა (45), 1:2 ლევანდოვსკი (48), 1:3 სანე (80), 2:3 ჰოლანდი (83)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.111484
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X