ფეხბურთი

18:55 | 7.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლამ გადაწყვიტა ჰოლანდმა "დორტმუნდი" როდის უნდა დატოვოს

ერლინგ ჰოლანდი დორტმუნდის „ბორუსიას“ სავარაუდოდ 2022 წლის ზაფხულში დატოვებს. ამის შესახებ Marca იტყობინება.

ესპანური მედიის ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ ჰოლანდთან შეთანხმებას მიაღწია, რომ 2021-2022 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მის ტრანსფერზე შეთანხმებას ევროპულ გრანდთან მიაღწევს.

ამ ეტაპზე ჰოლანდის გადაბირების მთავარ კანდიდანტებად მადრიდის „რეალი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ სახელდებიან.

ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ 2020 წლის იანვარში ავსტრიული „ზალცბურგიდან“ გადავიდა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირადმალევე ჩამოყალიბდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111611