ჩოგბურთი

16:03 | 7.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი პირველი ჩოგნის სტატუსით ზედიზედ მეექვსე სეზონს ასრულებს

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სეზონის ბოლომდე პირველი ჩოგნის სტატუსი შეინარჩუნა. სერბი ჩოგბურთელი უკვე ზედიზედ მეექვსე სეზონს ასრულებს რეიტინგის სათავეში, რითაც თავისი ბავშვობის კერპის, ამერიკელი პიტ სამპრასის რეკორდს გაიმეორებს. ჯოკოვიჩმა ეს მას შემდგ გაინღდა, რაც ცნობილი გახდა, რომ რაფაელ ნადალი სოფიას (ბულგარეთი) ტურნირს გამოტოვებს.

ესპანელ ჩოგბურთელს, რომელმაც ახლახანს, საფრანგეთის ღიაზე ტრიუმფით, დიდი სლემის მე-20 ტიტული მოიპოვა, შანსი ჰქონდა, ჯოკოვიჩი რეიტინგში დაექვეითებინა. მაგრამ ეს მხოლოდ ბულგარეთში წარმატებული თამაშის შემთხვევაში შეეძლო.

„პიტი ერთ-ერთი იმ ჩოგბურთელთაგანი იყო, რომლებიც ჩემთვის ბავშვობიდან მისაბაძი მაგალითები იყვნენ. ამიტომ მისი მიღწევის გამეორება, ჩემთვის ოცნების ასრულებაა. მე ასევე გავაგრძელებ საკუთარი თამაშის დახვეწას და იმედი მაქვს, რომ მეტ წარმატებას მივაღწევ და მეტ რეკორდს გავაუმჯობესებ“, - ამბობს ჯოკოვიჩი.

სერბმა ჩოგბურთელმა მიმდინარე სეზონი ATP-ს ტასზე გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ კი ავსტრალიის ღია პირველობა მერვედ მოიგო, რითაც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. პანდემიური ლოკდაუნის დასრულების შემდეგ, მან ცინცინტის და რომის მასტერსის სერიის ტურნირები მოიგო. რომში გამარჯვებით, მან მასტერსის ტიტულების რიცხვი 36-მდე გაზარდა, რაც ასევე რეკორდია.

გარდა ამისა, 33 წლის ჯოკოვიჩმა სექტემბერში სამპრასის კიდევ ერთი მიღწევა - რეიტინგის სათავეში გატარებული კვირების რიცხვი გააუმჯობესა. მომავალ ორშაბათს დაიწყება 294-ე კვირა, რაც სერბი ჩოგბურთელი პირველი ჩოგანია. თუმცა როჯერ ფედერერის რეკორდამდე (310 კვირა) ჯერაც ბევრი უკლია. თუ ის პირველი ჩოგანი 8 მარტამდე იქნება, მაშინ ამ რეკორდსაც მოხსნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116666