ფეხბურთი

15:01 | 7.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

აზარს და კაზემიროს კორონავირუსი დაუდასტურდათ

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს ედენ აზარსა და კაზემიროს კორონავირუსი დაუდასტურდათ. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, პარასკევს ჩატარებულმა ტესტირებამ ბელგიელისა და ბრაზილიელის შემთხვევაში დადებითი პასუხები აჩვენა.

ორივე მათგანი იზოლაციაში იმყოფება და გუნდს „ვალენსიასთან“ უახლოეს მატჩში ვერ დაეხმარებიან. გარდა ამისა, ბრაზილიისა და ბელგიის ნაკრებებში ვერ გაემგზავრებიან.

აზარი და კაზემირო „რეალს“ გამოჯანმრთელებამდე და უარყოფითი ტესტის პასუხამდე ვერ დაეხმარებიან.

0.139461