სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:22 | 7.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გორან პანდევი: "კვარაცხელიას უნდა ვუფრთხილდეთ, ფინალში გადამწყვეტი ნიუანსები და სურვილი იქნება"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ლიდერმა გორან პანდევმა ევრო 2020 პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ისაუბრა. 37 წლის თავდამსხმელმა sportski-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფინალში ფავორიტი არ არსებობს და ამ მატჩის ბედს ნიუანსები გადაწყვეტს.

პანდევის აზრით, მოიგებს ის გუნდი, რომელიც არა უფრო ლამაზად და ტაქტიკურად გამართულად ითამაშებს, არამედ, რომელსაც გამარჯვების უფრო მეტი სურვილი ექნება. გორანი ფიქრობს, რომ ფინალში მხოლოდ გამარჯვებაა მნიშვნელოვანი და არა ლამაზი ფეხბურთის ჩვენება. ალბათ, არ გაგიკვრიდებათ თუ გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებიდან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია...

- ორჯერ ვითამაშეთ საქართველოს წინააღმდეგ ფრე. ახლა როგორ დუელს მოელით? ელით თუ არა ცვლილებებს მათ თამაშში წინა ორ შეხვედრასთან შედარებით?

- რთული მატჩი გველოდება, განსხვავებული წინა ორისგან, რომელიც ერთმანეთში ჩავატარეთ. ვიცით, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, განსაკუთრებული თამაში იქნება, მაგრამ ცივი გონებით უნდა ვითამაშოთ. ნიუანსები გადაწყვეტს მატჩის ბედს და მათი ყოველი შეცდომა უნდა გამოვიყენოთ.

- როგორ ფიქრობთ, ჩვენთვის დადებითია, რომ თბილისში მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება?

- ფეხბურთს აუდიტორიისთვის ვთამაშობთ და ვწუხვართ, რომ მაყურებელი არ იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის უკეთესია, რადგან სტუმრები ვართ.

- წინა ორ თამაშში იყო მოთამაშე საქართველოს ნაკრებში, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა?

- დიახ, ფეხბურთელი, რომელმაც სკოპიეში გოლი გაგვიტანა. კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ თამაშობს და კარგი ფეხბურთელია. მასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ვნახეთ, რომ შეუძლია დაცვაში პრობლემები შეგვიქმნას.

- იმ ორი თამაშიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოსთან ჩავატარეთ, შეიძლება თავი ფავორიტებად მივიჩნიოთ?

- ეს ფინალია, სადაც ფავორიტები არ არსებობენ. როგორც ვთქვი, მატჩს ნიუანსები გადაწყვეტს და იმედი მაქვს, რომ ეს ნიუანსები ჩვენს მხარეს იქნება.

- იყო თუ არა სკოპიეს მატჩის შემდეგ ამ ფინალზე საუბარი, რადგან არც ისე დიდი დრო იყო დარჩენილი?

- სკოპიეში ბოლო თამაშში ორივე გუნდის შემადგენლობა სრულყოფილი არ იყო. ასე, რომ ეს თამაში დიდი მაჩვენებელი არ შეიძლება იყოს. ტაქტიკა მწვრთნელზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ისე ვთამაშობთ, როგორც ის გადაწყვეტს. ამასთან ჩემი აზრით, ფინალში ტაქტიკა არ არის გადამწყვეტი, ყველაფერს გამარჯვების სურვილი წყვეტს. ფინალი არ არის ტაქტიკისა და ლამაზი თამაშისთვის, ფინალი გამარჯვების თამაშია.

- ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, იქნება ის მატჩები თქვენთვის ბოლო ეროვნული ნაკრების მაისურით?

- დიახ, ასეა. ევროპის ჩემპიონატის მატჩები ნაკრებში ჩემთვის ბოლო იქნება.

- რას ფიქრობთ, დენი მუსოვსკიზე, რომელიც სავარაუდოდ, მომავალში მაკედონიის ნაკრების თავდასხმის ნაწილი იქნება?

- არ ვიცი ეს ფეხბურთელი, მაგრამ თუ მწვრთნელი მას დაუკავშირდა და ფიქრობს, რომ შეუძლია ნაკრების დახმარება, მაშინ მას ხელგაშლილი მივიღებთ.

- და ბოლოს, კლუბის შესახებ: სერია A-ში 450-ე მატჩი გამართეთ. იტალიაში ჩასვლისას ფიქრობდით, რომ ამას მიაღწვედით?

- სერია A-ში 450 მატჩი რა თქმა უნდა, ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ჩემი ოჯახისთვის, რადგან მათი დახმარების გარეშე ვერასდროს შევძლებდი ამ ციფრისთვის მიმეღწია ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში.

შეგახსენებთ, გორან პანდევი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში 2001 წლიდან თამაშობს და 113 შეხვედრაში 35 გოლის გატანა მოახერხა. მას საკმაოდ წარმატებული საკლუბო კარიერა აქვს, რომლის აბსოლუტურად უმეტესი ნაწილი იტალიაში გაატარა, სადაც „ინტერის“, „სპეციას“, „ანკონას“, „ლაციოს“, „ნაპოლისა“ და „ჯენოას“ რიგებში ითამაშა. გენუურ გუნდში ის 2015 წლიდან ირჯება. გარდა ამისა, მან კარიერა სამშობლოში „ბელასიჩას“ შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო 2014-2015 წლების სეზონი სტამბოლის „გალათასარაიში“ დაჰყო. ტიტულებიც არ აკლია - ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, ფიფას საკლუბო ჩემპიონატი, იტალიის სუპერთასი თითოჯერ, ხოლო იტალიის თასი 5-ჯერ აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111589
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X