ფეხბურთი

0:39 | 7.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინის კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი კორონავირუსით დაინფიცირდა. გამოცდილ სპეციალისტს ვირუსი უსიმპტომოდ აღენიშნება და იზოლაციაში იმყოფება.

თუ მანჩინი უახლოეს დღეებში კოვიდ-19-ის დამარცხებას ვერ მოახერხებს, იტალიის ნაკრებს ნოემბრის მატჩებში მისი ასისტენტი ალბერიგო ევანი გაწვრთნის.

იტალიის ნაკრები 11 ნოემბერს ამხანაგურ თამაშს ესტონეთის ნაკრებთან გამართავს, ხოლო 15 და 18 ნოემბერს,ერთა ლიგაზე პოლონეთსა და ბოსნიას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142708