ძიუდო

21:32 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

ძიუდოს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეორე შეხვედრა ფრანგი კენი ლივეზე წინააღმდეგ ჩაატარა იმარჯვა.

სულამანიძემ ნახევარფინალში შვეიცარიელ დანიელ ეიხს აჯობა, ხოლო ფინალში თურქი მერთ შიშმანლარი დაამარცხა და მეორედ გახდა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი.

მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საბა ინანეიშვილი. საბამ იაკუბ სორდილი დაამარცხა, შემდეგ თავად წააგო რუს ვალერი ენდოვიცკისთან და დამამშვიდებელ ბადეში გადაინაცვლა, სადაც ბელგიელ ივეს ნდაოსა და პოლონელ ვოიცეხ კორდიალიკს აჯობა და კვარცხლბეკზე ავიდა.

ამრიგად, ევროპის ჩემპიონატი ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქროს,1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. შეჯიბრის პირველ დღეს ვერცხლის მედალი ლუკა კაპანაძემ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116819