ფეხბურთი

20:12 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ესპანელმა სპეციალისტმა საქართველოსთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის გუნდში 27 ფეხბურთელს უხმო. ნაკრებს ტრავმის გამო ხორენ ბაირამიანი დააკლდა, ხოლო არგენტინაში მოუწია დარჩენა ნორბერტო ბრიასკო-ბალეკიანს. სხვა მხრივ, კაპაროსმა სასურველი მოთამაშეები გამოიძახა.

მეკარეები: დავიდ იურჩენკო (შახტიორი, ყაზახეთი), ანატოლი აივაზოვი (ურარტუ), არსენ ბელარიანი (ურარტუ)

მცველები: ჰოვჰანეს ჰამბარცუმიანი (ანორთოსისი, კვიპროსი), კამო ჰოვჰანისიანი (კაირატი, ყაზახეთი), არმან ჰოვჰანისიანი (ტობოლი, ყაზახეთი), ვარაზდათ ჰაროიანი (ტამბოვი, რუსეთი), ანდრე კალისირი (გიოტებორგი, შვედეთი), სერობ გრიგორიანი (პიუნიკი), ჰაიკ იშხანიანი (განძასარ-კაპანი), ტარონ ვოსკანიანი (ალაშკერტი), ანდრანიკ ვოსკანიანი (ვანი), რობერტ ჰაკობიანი (პიუნიკი)

ნახევარმცველები: ედგარ ბაბაიანი (ჰობრო, დანია), ჰენრიხ მხითიარიანი (რომა, იტალია), გევორქ ღაზარიანი (აელ (კვიპროსი), არშაკ კორიანი (ხიმკი, რუსეთი), ტიგრან ბარსეგიანი (ასტანა, ყაზახეთი), ვაჰან ბიჩახჩიანი (ჟილინა, სლოვაკეთი), არტაკ გრიგორიანი (ალაშკერტი), ანგულო ვბეიმარი (განძასარ-კაპანი), ჰაკობ ჰაკობიანი (ურარტუ), სოლომონ უდო (არარატი), კარენ მურადიანი (არარატი), აღვან პაპიკიანი (არარატი)

თავდამსხმელები: ალეკსანდრ კარაპეტიანი (რუსეთი), სარგის ადამიანი (ჰოფენჰაიმი, გერმანია)

შეგახსენებთ, სომხეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს 15 ნოემბერს, თბილისში დაუპისპირდება, ხოლო 18 ნოემბერს, ნიქოზიაში ჩრდილოეთ მაკედონიას ნეიტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111837