ფეხბურთი

22:00 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის გაფართოებული 29-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. "ბუნდესნაკრებში" დებიუტის შანსი ექნებათ ფელიქს ოდუოხაის და ფილიპ მაქსს.

გერმანია 11 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრას ჩეხეთთან გამართავს, ხოლო ერთა ლიგაზე 14 და 17 ნოემბერს უკრაინას და ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ლიოვის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"), ბერნდ ლენო ("არსენალი"), კევინ ტრაპი ("აინტრახტი"), ოლივერ ბაუმანი ("ჰოფენჰაიმი");

მცველები: რობინ გოსენსი ("ატალანტა"), მატის გინტერი ("გლადბახი"), მარსელ ჰალსტენბერგი ("ლაიპციგი"), ბენჟამინ ჰენრიკსი ("ლაიპციგი"), ტილო კერერი (პსჟ), რობინ კოხი ("ლიდს იუნაიტედი"), ფილიპ მაქსი (პსვ), ანტონიო რიუდიგერი ("ჩელსი"), ნიკო შულცი ("დორტმუნდი"), ჯონათან ტა ("ლევერკუზენი"), ნიკლას შტარკი ("ჰერტა"), ფელიქს ოდუოხაი ("აუგსბურგი");

ნახევარმცველები: იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), მაჰმუდ დაჰუდი ("დორტმუნდი"), ლეონ გორეცკა ("ბაიერნი"), ილკაი გიუნდოგანი ("მანჩესტერ სიტი"), იონას ჰოფმანი ("გლადბახი"), ტონი კროოსი ("რეალი"), სერჟ გნაბრი ("ბაიერნი"), იულიან ბრანდტი ("დორტმუნდი"), ნადიემ ამირი ("ლევერკუზენი"), ფლორიან ნოუჰაუსი ("გლადბახი"), ლეროი სანე ("ბაიერნი");

თავდამსხმელები: ტიმო ვერნერი ("ჩელსი"), ლუკა ბალდშმიდტი ("ბენფიკა");

0.14839