ფეხბურთი

22:50 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მესამე ტურის მატჩების დასრულების შემდეგ სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი "ლესტერს" ჰყავს, ინგლისური გუნდიდან ჯეიმს ჯასტინი და ჯეიმს მედისონი გამოარჩიეს.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საუკეთესო გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: პაუ ლოპესი ("რომა");

მცველები: ჯეიმს ჯასტინი ("ლესტერი"), გერნოტ ტრაუნერი (ლასკი), ჯანერ ოსმანპაშა ("სივასფორი"), რიდჟესიანო ჰანსი ("ფეიენოორდი");

ნახევარმცველები: ლეონ ბეილი ("ლევერკუზენი"), ჯეიმს მედისონი ("ლესტერი"), პეტროს მადალოსი (აეკი), ანდრია ჟივკოვიჩი (პაოკი);

თავდამსხმელი: ლუკაშ იულიში ("სპარტა"), იუსუფ იაზიჯი ("ლილი");

0.133186