ფეხბურთი

18:44 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ გაირკვა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ არჩევანი 23 ფეხბურთელზე შეაჩერა.

მათ შორისაა გორან პანდევი, ეზგიან ალიოსკი, ენის ბარდი, ელიფ ელმასი, შტეფან რისტოვსკი და ილია ნესტოროვსკი. ნიშანდობლივია, რომ 23 ფეხბურთელიდან 4 მეკარეა. ანგელოვსკის რჩეულთა ჩამონათვალი ასეთია:

მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), მარტინ ბოგატინოვი (ეთნიკოსი, კვიპროსი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი), დანიელ ბოჟინოვსკი (სილეკსი)

მცველები: ვისარ მუსლიუ (ფეჰერვარი, უნგრეთი), ეგზონ ბეიტალუაი (შკენდია), კირე რისტევსკი (უიპეშტი, უნგრეთი), შტეფან რისტოვსკი (სპორტინგი, პორტუგალია), დარკო ველკოვსკი (რიეკა, ხორვატია), გოკო ზაიკოვი (შარლერუა, ბელგია), ეზგიან ალიოსკი (ლიდს იუნაიტედი, ინგლისი)

ნახევარმცველები: ენის ბარდი (ლევანტე, ესპანეთი), არიიან ადემი (დინამო, ხორვატია), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი, უნგრეთი), შტეფან სპიროვსკი (აეკ, კვიპროსი), ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), ტიხომირ კოსტადინოვი (რუჟემბეროკო, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: გორან პანდევი (ჯენოა, იტალია), ივან ტრიჩკოვსკი (აეკ, კვიპროსი), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე, იტალია), ალეკსანდარ ტრაიკოვსკი (მალიორკა, ესპანეთი), კრსტე ველკოსკი (სარაევო, ბოსნია), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი, საფრანგეთი)

შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე დაიწყება. თამაში უმაყურებლოდ გაიმართება, გამარჯვებული ნაკრები კი ისტორიაში არნახულ წარმატებას მიაღწევს და პირველად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს.

0.118487