ავტოსპორტი

5:00 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რენო და ფერარი ძრავების რეგლამენტის გაყინვას ეწინააღმდეგებიან

„რენომ“ და „ფერარიმ“ გამოაცხადეს, რომ ისინი 2022 წლიდან ძრავების რეგლამენტის გაყინვას არ დათანხმდებიან. რეგლამენტის ეგრეთ წოდებული გაყინვის წინდადება „რედ ბულმა“ წარმოადგინა, რომელსაც ამ შემთხვევაში, „ჰონდას“ ძრავებზე დარჩენის საშუალება მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძრავების მისაღებად, სხვა გამოსავლის ძიება მოუწევს.

„ჰონდა“ ფორმულა 1-ს მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. იაპონური კომპანია ძრავებით „რედ ბულს“ და მის შვილობილ „ალფატაურის“ ამარაგებს. ავსტრიულ კომპანიას ძრავების მიწოდებას „რენო სთავაზობს, მაგრამ წითელ ხარებს „ჰონდას“ ძრავებზე დარჩენა სურთ.

ძრავების რეგლამენტის გაყინვაზე „რედ ბულის“ წინადადებას თანხმდება „მერსედესი“, რომელიც ამჟამად საუკეთესო ძრავებს აწარმოებს. მაგრამ მხოლოდ მისი თანხმობა საკმარისი არაა.

„ძრავების რეგლამენტის გაყინვის წინაღამდეგი ვარ. ჩვენ არ ვაპირებთ გავაჩეროთ პროგრამა, რომელიც ჩვენი პლატფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ამას არ დავთანხმდებით. ჩვენ გვირჩევნია, ძრავებთან დაკავშირებით, საშუალო და გრძელვადიან გეგმებზე ვილაპარაკოთ. ძრავების რეგლამენტის გაყინვა კი ჩვენს ინტერესებში არ შედის“, - ამბობს „რენოს“ შეფი სირილ აბიტბული.

„ფერარის“ მთავარმა აღმასრულებელმა ლუის კამილიერიმ კი „ლა გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ძრავების რეგლამენტის გაყინვა, ფორმულა 1-ის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

„2022 წლიდან რეგლამენტი მოითხოვს, რომ საწვავის 10 პროცენტი ეთანოლი უნდა იყოს. FIA-ს სურს, რომ 100 პროცენტით ეთანოლზე გადავიდეს. ეს ნიშნავს, რომ ძრავების განვითარებაზე ზრუნვა მოგვიწევს და რეგლამენტის გაყინვის შემთხვევაში, ეს შეუძლებელი იქნება“, - ამბობს კამილიერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109962