ფეხბურთი

2:00 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" 24-მატჩიანი წაუგებელი სერია ანტირეკორდით დასრულდა

რაც იწყება, ოდესღაც აუცილებლად სრულდება და „მილანის“ წაუგებელი სერიაც, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 8 მარტიდან იღებდა და 24 თამაში დაიტია, დასრულდა. სტეფანო პიოლის გუნდმა ევროპა ლიგის მესამე ტურში შინ ფრანგულ „ლილთან“ უშანსოდ 0:3 წააგო.

მატჩის გმირი სტუმართა თურქი თავდამსხმელი იუსუფ იაზიჯი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. სხვათა შორის, ის რივალდოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „მილანთან“ „სან სიროზე“ ევროთასაზრ მეტოქის რანგში სამი გოლი გაიტანა. გენიალურმა ბრაზილიელმა ეს 2000 წელს შეძლო „ბარსელონას“ მაისურით (3:3). გარდა ამისა, შავ-წითლებმა 2011 წლის შემდეგ პირველად გაუშვეს ევროტურნირის ეგიდით შინ 3 გოლი (მაშინ, "ბარსელონასგან" 2:3).

ამასთან, „მილანმა“ პრადი ანტირეკორდიც დაამაყარა - ევროტურნირებზე სახლში პირველად წააგო სამბურთიანი სხვაობით. მოკლედ, „როსონერის“ წაუგებელი სერია ცოტა მტკივნეულად დასრულდა, მაგრამ ამის მიუხედავად, წესით იტალიელებს პლეი-ოფში გასვლის პრობლემა მაინც არ უნდა გაუჩნდეთ.

მატჩის გმირმა იუსუფ იაზიჯმა მიმდინარე ევროპა ლიგაზე მეორედ შეასრულა ჰეთ-თრიქი. მან პირველ ტურში პრაღაში, "სპარტაც" სამჯერ დაამწუხრა და ბომბარდირთა დავას 6 გოლით ლიდერობს. H ჯფუფს „ლილი“7 ქულით ჩაუდგა სათავეში, „მილანს“ 6, „სპარტას“ 3, ხოლო „სელტიკს“ 1 ქულა აქვს. ბოლოსკენ ისიც ვთქვათ, რომ "მილანი" დაუმარცხებელი 242 დღის განმავლობაში იყო.

„მილანი“ – „ლილი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 იაზიჯი (21, პენ), 0:2 იაზიჯი (55), 0:3 იაზიჯი (58)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110164