ფეხბურთი

0:50 | 6.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინის 200 გოლი "ტოტენჰემში"

ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა „მამლების“ რიგებში მეორასე გოლი გაიტანა. ჩინებულ შედეგს ინგლისელმა ფორვარდმა ევროპა ლიგაზე, „ლუდოგორეცთან“ დაპირისპირებაში უწია.

კეინმა 200 გოლის გატანა 300 თამაში მოანდომა და „ტოტენჰემის“ ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ორი ასეული გოლის გატანა მოახერხა.

კეინზე მეტი ლონდონური გუნდის რიგებში მხოლოდ ჯიმი გრივსს (266) და ბობი სმითს გაუტანიათ (208).

0.1101