ფეხბურთი

22:25 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ბარსელონადან" წასვლის ვარიანტს ისევ განიხილავს

„ბარსელონადან“ ხოსეპ მარია ბართომეუს წასვლის მიუხედავად, ლიონელ მესი კლუბის დატოვების შესაძლებლობას მაინც განიხილავს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, არგენტინელი დარწმუნებული არ არის, კლუბი შეძლებს ძველი დიდების დაბრუნებას, თუნდაც ახალი ხელმძღვანელობის პირობებში.

ლიონელს „ბარსასთან“ კონტრაქტი დამდეგ ზაფხულს ეწურება და ჯერჯერობით მის განახლებაზე მოლაპარაკებაც არ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კი ბრიტანულ მედიაში ისიც დაიწერა, რომ „მანჩესტერ სიტის“ მესისთან წინასწარი კონტრაქტი გაფორმება იანვარში სურს და ამ კუთხით სამუშაო უკვე დაწყებულიც აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109275