ფეხბურთი

16:22 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია ოქრიაშვილთან კამათის გამო დააჯარიმეს

ფამაგუსტას „ანორთსოსის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა არასპორტული საქციელის გამო დააჯარიმა. ორი კვირის წინ ქეცბაია ნიქოზიის „აპოელთან“ მატჩის დასრულების შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილს მინდორზე ეჩხუბა.

სიტყვიერი შელაპარაკებით ქეცბაიამ სადისციპლინო კოდექსის მეოთხე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი დაარღვია. ჯერჯერობით, კვიპროსული მედია არ წერს იმის შესახებ თუ რამდენია ფინანსური საქცია.

ქეცბაიასთვის მიმდინარე სეზონში ფინანსური სასჯელი უცხო ხილი არაა. ის რამდენჯერმე პრესკონფერენციის სათანადოდ არჩატარებისთვის დასაჯეს.

0.150197