კალათბურთი

1:20 | 5.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის და "იბეროსტარ ტენერიფეს" სეზონის ყველაზე ცუდი თამაში

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ იტალიაში, „სასარის“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 9 ქულით იგებდა, საბოლოოდ 20 ქულის სხვაობით წააგო.

ესპანელებმა მეორე ტაიმი პირწმინადად ჩააგდეს. თავად განსაჯეთ, მესამე პერიოდი 7:29 დათმეს, ხოლო ბოლო მეოთხედი 18:25 და ბუნებრივია, ადვილად დამარცხდნენ.

მიმდინარე სეზონში „იბეროსტარ ტენერიფეს“ მსგავსად ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა გიორგი შერმადინსაც. ქართველმა ცენტრმა 25:44 წუთში მხოლოდ 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 7-დან 1 ორქულიანი (14%) და 4-დან 4 საჯარიმო (100%) ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი სულ რაღაც 6 აღმოჩნდა.

„იბეროსტარ ტენერიფე“ A ჯგუფში თითო მოგება-წაგებით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 17 ნოემბრს, სტამბოლის „გალათასარაის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112858