ფეხბურთი

21:13 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ალაბას გაუბრაზდა: "ჩვენ მას აღარაფერს შევთავაზებთ"

მიუნხენის „ბაიერნისა“ და დავიდ ალაბას ურთიერთობა დასასრულეს უახლოვდება. ავსტრიელ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები მის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან.

„ბაიერნმა“ უკვე დაადასტურა, რომ 28 წლის ფეხბურთელებს წინადადება უკვე შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო და მეტ შეთავაზებას აღარ გააკეთებენ. ამ სიტუაციაზე კარლ-ჰაინც რუმენიგემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდმა მომდევნო სეზონისთვის გეგმა უნდა დაალაგოს.

„არ ვიცი წავა თუ არა ალაბა. ჩვენ ორი კვირის წინ შეხვედრა გვქონდა, მამამისთან და აგენტთან პინი ზაჰავისთან. საუბარმა კარგად ჩაიარა, ატმოსფერო პოზიტიური იყო, მაგრამ ამ სიტუაციაში თვეები ვართ და უკვე დროა მომდევნო სეზონის დაგეგმვა დავიწყოთ. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები უნდა დარჩნენ კლუბში, სადაც თავს კომფორტულად გრძნობენ. აქ ყველას სურს, რომ ის დარჩეს, საოცარი ბიჭია, დიდი ფეხბურთელი. ახლა ყველაფერი მისი გადასაწყვეტია“,- თქვა რუმენიგემ.

ალაბას თაობაზე გერმანულ მედიასთან კომენტარი „რეკორდმაისტერის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმაც გააკეთა.

„არ ვიცი თუ შეგვიძლია საერთო გამოსავალი ვიპოვოთ. ახლა რეალობას უნდა შევეგუოთ, ანუ დავიდი შესაძლოა წავიდეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შეთავაზება უკან წავიღო, ფეხბურთელს აღარაფერს შევთავაზებთ. მას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას ყველა ვაფასებთ, მაგრამ ჩვენ ყველანი პროფესინალები ვართ. როდესაც ასეთი ჩემპიონი გუნდიდან უფასოდ მიდის, ეს ძალაინ ცუდია“, - აღნიშნა ბოსნიელმა.

შეგახსენებთ, დავიდ ალაბა „ბაიერნში“ 2008 წლიდან თამაშობს და 395 მატჩში 31 გოლი გაიტანა. მას სხვა გუნდში არასდროს უთამაშია, მაგრამ დიდი შანსია, რომ ზაფხულში მიუნხენური გუნდი დატოვოს.

0.113561