ფეხბურთი

19:58 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ოპერაციამ წარმატებით და გართულებების გარეშე ჩაიარა

დიეგო მარადონას ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. დიეგოს ოლივოსის კლინიკაში ქირურგიული ჩარევა სუბდურალური ჰემატომის (სისხლის შედედება თავის ტვინისა და თავის ქალას შორის) გამო გაუკეთედა.

ოპერაცია 80 წუთი გრძელდებოდა და გართულებების გარეშე ჩაიარა. როგორც ექიმებმა განაცხადეს, შეშუპება მოიხსნა, მარადონამ უკვე გაიღვიძა და კარგადაა.

„ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო, დიეგო კარგად არის და თავის ოთახში ისვენებს“, - თქვა არგენტინელის პრესპიკერმა სებასტიან სანჩიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129906