ფეხბურთი

18:27 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინა" ჩეზარე პრანდელის დაბრუნებაზე მუშაობს

ფლორენციის „ფიორენტინა“ შესაძლოა ჩეზარე პრანდელიც ჩაიბაროს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, „იების“ ხელმძღვანელბა ჯუზეპე იაკინის მუშაობით უკმაყოფილოა და მის გათავისუფლებას გეგმავენ.

„ფიორენტინა“ მაურიციო სარისა და ლუჩანო სპალეტის კანდიდატურებს განიხილავდა, მაგრამ ორივე მათგანს „იუვენტუსთან“ და „ინტერთან“ ხელშეკრულება აკავშირებთ, მიუხედავად იმისა, რომ იქ აღარ მუშაობენ. თანაც, მათ უფრო ამბიციურ პროექტზე მუშაობა სურთ.

პრანდელი კი 2019 წლის მაისიდან მოყოლებული უმუშევარია, როდესაც „ჯენოადან“ დაითხოვეს. გამოცდილი სპეციალისტი „ფიორენტინაში“ 2005-2010 წლებში მუშაობდა და თანაც წარმატებით.

პრანდელისთან ერთად ფლორენციული კლუბი ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგიგის ჯგუფურ ეტაპზე, ერთხელ მერვედფინალში გასვლაც შეძლო, ხოლო ერთხელაც უეფას თასის ნახევარფინალს უწია. შემდეგ იტალიელი იტალიის ნაკრებში დასაქმდა, რომელიც ევრო 2012-ის ფინალში გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116862