ფეხბურთი

17:26 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიას" ოქროს გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „სამტრედიამ“ აუტსაიდერ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი მიქაძის გუნდს ბოლოსკენ საკმაოდ რთული კალენდარი აქვს და ამიტომ, „მერანთან“ 3 ქულის მოპოვება ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რაც იმერულმა გუნდმა მოახერხა.

ორი გოლი გავიდა და ორივე საწყის ნახევარ საათში. ლეგიონერებმა გამოიჩინეს თავი. ჯერ სტრიჰინია პავიშიჩმა გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ სამუელ ინკუმმა ანგარიში გააორმაგა.

„სამტრედიამ“ 19 ქულა დააგროვა და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს „თელავთან“ ერთად იყოფს, ხოლო „მერანი’ 6 ქულით ბოლო ადგილს „ჩიხურასთან“ ინაწილებს.

„სამტრედია“ – „მერანი“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 პავიშიჩი (4), 2:0 ინკუმი (29)

0.117349