ფეხბურთი

16:59 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის გარეშე: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში 29 ფეხბურთელი გამოიძახა და ერთი დებიუტანტია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის თვის სამი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. სლოვაკმა სპეციალისტმა გუნდში 29 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის ერთი დებიუტანტია. ვოლგოგრადის "როტორის" შემტევ ბექა მიქელთაძეს ნაკრებში პირველად უხმეს.

ეროვნულ გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიულ დაპირისპირებაში და შემდეგ უკვე ერთა ლიგაზე, სომხეთთან და ესტონეთთან შეხვედრებში სერიოზული დანაკლისიც აქვს - ტრავმების გამო გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ ითამაშებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებში:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, რუსეთი)

გარდა ამისა, ვაისმა გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ ხუთი ფეხბურთელი გამოიძახა, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში ნაკრებში უხმობს:

გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, საქართველო), ნიკა მალი (საბურთალო, საქართველო), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი).

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ისტორიაში მთავარ შეხვედრას 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე გავა. გარდა ამისა, 15 და 18 ნოემბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდს ასევე მნიშვნელოვანი მატჩები აქვს გასამართი უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში, სადაც დასკვნით ორ ტურში შესაბამისად, სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებს უმასპინძლებს. ეს თამაშებიც მნიშვნელოვანია, რადგან 4 ტურის თავზე საქართველო 6 ქულით ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად ლიდერობას იყოფს და პირველ ადგილზე გუნდი მომდევნო ერთა ლიგაზე B დივიზიონში ითამაშებს.

მატჩების განრიგი

  • 12 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
  • 15 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო - სომხეთი
  • 18 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო - ესტონეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105179