ფეხბურთი

22:28 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო: "მილანს" სკუდეტოს მოგება შეუძლია"

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ ყოფილი გუნდის, „მილანის“ შესახებ ისაუბრა. „შევას“ აზრით, „მილანს“ შესწევს იმის ძალა, რომ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძოლოს.

„რა თქმა უნდა, „მილანს“ შეუძლია სკუდეტოსთვის იბრძოლოს და სხვებს კონკურენცია გაუწიოს. ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა, მაგრამ სტეფანო პიოლის ხელმძღვანელობით გუნდმა გასული სეზონი კარგად დაასრულა და ეს სეზონი კიდევ უფრო უკეთესად დაიწყო. მთავარია წარმატებისგან ეიფორიაში არ ჩავარდნენ.

„მილანი“ კარგად ორგანიზებულ ორკესტრს მაგონებს, რომელსაც მოედანზე იბრა მართავს და მოედანზე პიოლის იდეები გადააქ. თუმცა, ვფიქრობ, ამ სეზონში „მილანმა“ მიზანი არ უნდა დაისახოს და მატჩიდან მატჩამდე მოედანზე იმისთვის უნდა გავიდეს, რომ მაქსიმალური ქლები მოიპოვოს“, - თქვა შევჩენკომ.

შეგახსენებთ, „მილანი“ სერია A-ს 6 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად, 16 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113002