ფეხბურთი

12:21 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ლეგენდარული არგენტინელი დიეგო მარადონა, გასულ პარასკევს 60 წლის გახდა, ორშაბათს კი ჰოსპიტალში მოხვდა. მისი პირადი ექიმი, ლეოპოლდო ლუკე, ამბობს, რომ დიეგოს მდგომარეობა ნორმალურია და 8 ნოემბერს ის არგენტინის ჩემპიონატის მატჩში, „ხიმნასია ესგრიმას“ „ველეს სარსფილდის“ წინააღმდეგ უხელმძღვანელებს. მოგეხდენებათ, მარადონა „ხიმნასიის“ მთავარი მწვრთნელია.

„დიეგო ჰოსპიტალშია, რადგან თავად მოინდომა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამი დღით დააწვინეს სტაციონარში. რამდენიმე გამოკვლევას ჩაუტარებენ და ყურდღებით დავაკვირდებით.

კვირას თავისი გუნდის ხელმძღვანელობა სურს. ჰოსპიტაალში შესვლამდე მან გვითხრა: „მომისმინეთ, კვირას აუცილებლად უნდა ვიმუშაო.“ ვუპასუხე, რომ პრობლემა არ იქნება.

ჯობს ეს დღეები ჰოსპიტალში გაატაროს, თუმცა, როცა მოისურვებს მაშინვე შეუძლია წამოვიდეს.“ - ციტირებს ლუკეს სიტყვებს TNT Sports.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.160609