ფეხბურთი

1:36 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსის გამო კიევის "დინამოს" "ბარსელონასთან" 10 ფეხბურთელი გამოაკლდა

კიევის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონას“ წინააღმდეგ პრაქტიკულად სათადარიგო შემადგენლობით ითამაშებს. როგორც უკრაინული გუნდის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ესპანეთში ისინი 13 ფეხბურთელის გარეშე ჩავიდნენ.

გუნდში ორი ტრავმირებული და ერთი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელია, დანარჩენებს კი კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათ შორის, ორი მეკარეა - დენის ბოიკო და გეორგი ბუშჩანი. კორონავირუსი აქვს გიორგი წიტაიშვილსაც და იზოლაციაში იმყოფება.

კიეველებმა საწყის ორ ტურში კინკილა ქულა მოიპოვეს, „ბარსელონას“ კი „კამპ ნოუზე“ 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაუპირისპირდებიან.

0.152202